დონეცკთან ახლოს ბოევიკებმა, რომლებიც ავტომატებითა და ნაღმმტყორცნებით არიან შეიარაღებულნი საგუშაგოზე სულ მცირე სამი ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია შემთხვევის ადგილზე მყოფ თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დონეცკში ქალაქ პესკებთან ახლოს მდებარე საგუშაგოზე ბოევიკების დიდი რაოდენობაა. საგუშაგოს ახლოს დგას „კამაზის" ტიპის ავტომობილი წარწერით „ბატალიონი ვოსტოკი" , რომელზეც ე.წ. გეორგიევსი ლენტებია შებმული. ამ ავტომობილის ძარაზე სამი გვამია. ბოევიკების რაოდენობა ამ საგუშაგოზე დაახლოებით 50 -ია.