პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროექტის ,,აწარმოე საქართველოში" წარმატებით განხორციელება შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, მოიტანს ხალხისთვის დამატებით შემოსავლებსა და მატერიალურ კეთილდღეობას.
,,პროგრამის წარმატებით განხორციელება შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, მოიტანს ხალხისთვის დამატებით შემოსავლებსა და მატერიალურ კეთილდღეობას. ამ პროგრამისთვის ჩვენ ჩავატარეთ წინასწარი სამუშაოები -განვახორციელეთ სხვადასხვა კვლევა, გავაანალიზეთ მონაცემები, შევისწავლეთ მეწარმეების მოსაზრებები. კვლევებში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა დარგის ექსპერტები. და მხოლოდ ამის შემდეგ განვსაზღვრეთ ამ პროგრამის მიმართულებები", _განაცხადა ღარიბაშვილმა პროექტ ,,აწარმოე საქართველოში" პრეზენტაციაზე.