დღეს, პარიზის სასამართლომ "პირველი კავკასიურისა" და ფრანგული სატელიტური კომპანიის საქმის განხილვა დაიწყო.
პროცესზე ქართულმა მხარემ ფრანგული კომპანიის მიერ მიყენებულ მორალურ და მატერიალურ ზარალზე შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ ფრანგული სატელიტური ოპერატორის წინააღმდეგ სარჩელი თებერვლის დასაწყისში შეიტანა. ამის მიზეზი კი რუსულენოვანი არხის "პირველი კავკასიურის" სატელიტური მაუწყებლობიდან გათიშვა გახდა.
ფრანგულმა კომპანიამ "პირველ კავკასიურს" სატელიტით მაუწყებლობა 28 იანვარს შეუწყვიტა და სანაცვლოდ ისეთი სიხშირე შესთავაზა, რომლითც "პირველი კავკასიური" რუსეთის ფედერაციაში მაუწყებლობას ვერ შეძლებს. ამის გამო, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფრანგული კომპანიის წინააღმდეგ პარიზის სასამართლოს მიმართა.