დღეს, 14 მაისს წვიმიანი ამინდი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისში შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჰიდრომეტეოროლოგოიური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის უფროსმა სვეტა ნიორაძემ განაცხადა აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვაც, თუმცა ხვალ, 15 მაისიდან გამოდარებს.
,, დღეს, 14 მაისს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმა ელჭექით შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვაც მოსალოდნელია.ხვალ, 15 მაისიდიდან გამოიდარებს და ტემპერატურა 27-32 გრადუსამდე გათბება", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან"-საუბარში ნიორაძემ.