პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი თვითმმართველობის სისტემა მოსახლეობას საშუალებას აძლევს ყველა პრობლემა პრიორიტეტების მიხედვით ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ადგილზე მოაგვაროს.
,,პრობლემების მოგვარებაში თითოეული თქვენგანის ჩართვის საშუალებას იძლევა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რომელიც არ გავს წინანდელ არჩევნებს. ახალი თვითმმართველობის სისტემა საშუალებას გვაძლევს ყველა პრობლემა პრიორიტეტების მიხედვით თქვენი გადაწყვეტილების მიხედვით ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ადგილზე მოაგვაროთ:, _მიმართა გორის მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა.