10 მაისს, დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანისა და მომღერალ მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი გაიხსნა.
საზეიმო კონცერტი, რომელსაც ჟურნალისტი ინგა გრიგოლია უძღვებოდა, სამ საათს გაგრძელდა. გარდა იმისა, რომ ცნობილმა მომღერლებმა ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს, დამსწრე საზოგადოებამ ე.წ. საოჯახო აქრივიდან უნიკალური კადრებიც იხილა.
ამასთან, ინგა გრიგოლიამ, თანამწამყვანთან, ჟურნალისტ ვანო პავლიაშვლთან ერთად, 1969 წლის მოვლენებიც გაიხსენა, როცა ჟურნალ "ცისკარში" ჯანსუღ ჩარკვიანმა რეზო ჯაფარიძის მცხეთის ჯვარზე დაწერილი მკვეთრად ანტისაბჭოური წერილი დაბეჭდა, რის გამოც სტამბაში საბჭოთა არმიის ამიერკავკასიის ქვედანაყოფი, ე.წ. მერვე პოლკი შევიდა და "ცისკარი" ხიშტებით დახვრიტა. ჟურნალის 70 ათასიდან უვნებელი რამდენიმე ეგზემპლარი გადარჩა.
კონცერტზე, ასევე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ თავის დროზე ზვიად გამსახურდიას მწერალთა კავშირიდან გარიცხვას მხარი მხოლოდ ჯანსუღ ჩარკვინმა არ დაუჭირა, 1989 წლის 8 აპრილს კი, ცეკა-ს აქტივს, რომელიც მიტინგის დარბევის გადაწყვეტოლებას ტაშით შეხვდა, მიმართა, ხალხო, ტაშს რას უკრავთო.
ცნობისთვის: სიმღერა ჯანსუღ ჩარკვიანის 150 ლექსზეა შექმნილი.
რაც შეეხება მამუკა ჩარკვიანს, რომელსაც მუსიკალურ წრეებში თბილისელ ვისოცკისაც ეძახიან, მისი ყველა ჰიტიც ჯანსუღ ჩარკვიაის ლექსებზეა შექმნილი, მუსიკის ავტორი კი თავად მამუკაა.
ღონისძიება საქართველოს კულტურის პალატისა და მისი ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის ინიციატივით გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები