საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მიწოდებული დოკუმენტის საფუძველზე, ამავე დეპარტამენტის თანამშრომელთა სია გაასაჯაროვა, რომლებმაც, მისივე თქმით, 2013 წლის დეკემბერში, კოლოსალური რაოდენობის ხელფასები მიიღეს.
"ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ირმა ნადირაშვილმა აღნიშნული დოკუმენტის ოცამდე გვარი წაიკითხა და განაცხადა, რომ აღიშნული ინფორმაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მიაწოდეს, ხოლო უსაფრთხოების მიზნით, დოკუმენტის გამცემის ვინაობას არ დაასახელებს.
ირმა ნადირაშვილმა ბრიფინგზე იმ ადამიანების სია, რომლებიც შარშან, დეკემბრის თვეში, ყველაზე მაღალანაზღაურებადი იყვნენ: 1 გვახრია გოგი, რომელმაც დეკემბრის თვეში აიღო 39.130 ლარი; 2. "რუსთავი2"-ის დაცვის ყოფილი უფროსი ვლადემიერ ბუნტურიძე- 38. 390 ლარი; 3. მაჩაიძე სიმონი- 38.733 ლარი; 4. ტორაძე შალვა -31.263 ლარი; 5. თუთარაშვილი შოთა - 30.386; 6.ელიზბარაშვილი გიორგი - 29. 307; 7. ასანიშვილი ზურაბი - 28. 321; 8. კოტეტიშვილი ვახტანგი - 23.494; 9.ტრაპაიძე შოთა - 23. 270; 10. დიდიძე ზურაბი - 21.202. 11. ჩელებაძე მამუკა - 21.505; 12.როდონაია ლაშა -20. 703; 13. ცქვიტინიძე ტარიელ - 20.358; 14. ახვლედიანი თენგიზ - 19.018; 15. დოთიაშვილი დავითი - 18. 845; 16. გულბიანი გიორგი- 18. 692; 17. კიკალიშვილი ილია - 18. 525; 18. ვერულაშვილი ნესტანი - 18.251; 19.დარბაისელი დიმიტრი (დეპარტამენტის თავმჯდომარე) - 18. 222
მასალის გამოყენების პირობები