საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა დღეს დედოფლის წყაროს რაიონში რამდენიმე ფერმა მოინახულა.
"ჩვენი მიზანია ფერმერებს ცხვრის მოშენებაში ხელი შეუწყოთ, რომ მათ მოახდინონ ცხოველის ექსპორტირება, რაც მათ დამატებით შემოსავალს მოუტანს და საბოლოო ჯამში საქართველოს ეკონომიკას წაადგება", - აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საზღვარგარეთ გასულ წელს 300 ათასი ცხვრის ექსპორტი განხორციელდა. მიმდინარე წელს კი ექსპორტის გაზრდას 5-10% ვარაუდობენ.