ქუთაისის, დღეს #17 საჯარო სკოლაში, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ინგლისურ ენაში კონკურსის - "თჰე ბესტ ლინგუისტ" მეორე ტური გაიმართება, რომელსაც განათლებს და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე დაესწრება.
კონკურსი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (~ირმის ნახტომი"), ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის დეპარტამენტის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების მხარდაჭერით იმართება.
კონკურსში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ.