საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის პრესის თავისუფლების 2014 წლის რეიტინგში საქართველოს ბოლო 15 წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს და ის რეგიონში ყველაზე კარგი მონაცემებით გამოირჩევა. საქართველო პრესის თავისუფლების რეიტინგში 197 ქვეყანას შორის 93-ე ადგილზეა.
თუმცა საქართველო მედიის თვალსაზრისით, კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა.
პრესის თავისუფლების ყველაზე მაღალი ინდექსი ნიდერლანდებს, ნორვეგიასა და შვედეთს აქვთ. ხოლო ყველაზე დაბალი ბელორუს, თურქმენეთს, უზბეკეთსა და ჩრდილოეთ კორეს. რაც შეეხება რუსეთს, როგორც Freedom House-ის პრეზიდენტმა დევიდ კრეიმერმა ,,რუსთავ ი-2"_თან საუბარში განაცახადა მედიის თავისუფლების ხარისხი იქ საგანგაშოა და უფრო უარესდება.