2 მაისს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) სასტუმრო "რადისონში" 15:00 საათზე, NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაცია, ვიზიტის დასკვნებს წარმოადგენს
დელეგაციის წევრები არიან პერ ეკლუნდი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი; სემ გეჯდენსონი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი წევრი და NDI-ის ბორდის წევრი; რობერტ ადამსი, არჩევნებისა და დემოკრატიის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტი Democracy Reporting International (DRI)-ის და Electoral Reform International Services (ERIS)-დან; ლორა ჯუიტი, NDI-ის ევრაზიის რეგიონალური პროგრამების დირექტორი და ლუის ნავარო, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი.
დელეგაცია საქართველოს 2014 წლის 28 აპრილიდან 2 მაისამდე სტუმრობდა, რათა შეეფასებინა არჩევნებისთვის მზადების პროცესი, წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართული ძირითადი სუბიექტების პოლიტიკური აქტივობები და ზოგადი საარჩევნო გარემო ხელისუფლებასთან, საარჩევნო ადმინისტრაციასთან, საპრეზიდენტო კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების საფუძველზე.
NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაცია დააფინანსა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID).