დღეს, 22 მარტს, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დეპუტატები "შიდა აუდიტის" შესახებ კანონპროექტზე იმსჯელებენ. დოკუმენტი საბიუჯეტო ხარჯების კონტროლის გამკაცრევბას ითვალისწინებს.
ამასთან, განიხილება პრივატიზაციის კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც მსოფლიო ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე ინვესტორთა ხელშეწყობის მიზნით იმ კონტრაქტების გადახედვას ითვალისწინებს, რომელიც ინვესტორებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორისაა გაფორმებული.
ბიუროს სხდომა 15:00 საათზე დაიწყება.