დღეს დილით, დაღესტნის დედაქალაქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღეს.
როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები დაღესტნის შსს-ის პრესსსამსახურზე დაყრდნობით იუწყებიან, შეიარაღებული იატაკქვეშეთის წევრების ნეიტრალიზაციის ოპერაცია მახაჩკალაში, ირჩი კაზაკის ქუჩაზე მიმდინარეობს.
"წინასწარი მონაცემებით, ერთ-ერთი სახლის ბინაში ბლოკირებულები არიან უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრები. ადგილი ჰქონდა ორმხრივ სროლას. მიმდებარე ქუჩებზე შემოღებულ იქნა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი", - აცხადებს დაღესტნის შსს-ის პრესსამსახური.