"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის საქველმოქმედო აქციის "ექიმები სოფლად" ფარგლებში, ამჟერად უფასო სამედიცინო გამოკვლევა სოფელ ყულიშკარის მოსახლეობას ჩაუტარდა.
ექიმების ჯგუფმა უფასოდ დაახლოებით 200-მდე პაციენტი გამოიკვლიეს, მათ შორის ისეთებიც, რომელთა გადაადგილება უჭირს და ამის გამო მედპერსონალი მათ სახლში ეწვივნენ.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" პაცინტებს უსასყიდლოდ გადასცა მედიკამენტებიც.
აქცია უახლოეს დღეებში სხვა სოფლებშიც გაგრძელდება.