გურჯაანში სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაიწყო.
საძირკვლის ჩასხმას მრევლთან ერთად, სასულეირო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტაძრის მშენებლობა საზეიმოდ ველისციხე-გურჯაანის ეპარქიის მეუფე ექვთიმემ აკურთხა.
გურჯაანში ტაძარი აქამდე არ მოქმედებდა. ადგილობრივი მოსახლეობა სალოცავად მეზობელ სოფლებში დადიოდა.
სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ტაძრის მშენებლობა მოსახლეობის ინიციატივითა და შემოწირულობით ხორციელდება. ეკლესიის მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.