ქართველ რაგბისტებს საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.
შეხვედრა, ავლაბრის რეზიდენციაში დღეს გაიმართება. ასევე, წინასწარი ინფორმაციით, ქართველ ბორჯღალოსნებს დღესვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეც შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნები უკვე თბილისში არიან. სპეციალური თვითმფრინავი, რომელიც რაგბისტების ბათუმიდან დედაქალაქში ჩამოსაყვანად პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაგზავნა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
შეგახსენებთ, რომ რაგბში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ, ტრაპზონში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის ნაკრები 36:8 დაამარცხა.