თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შარმან-შეიხის მიმართულებით რეისი რამდენიმე საათის დაგვიანებით შესრულდა. მგზავრებს აეროპორტში ლოდინი 8 საათის განმავლობაში მოუწიათ.
სავარაუდოდ მიზეზი ტექნიკური პრობლემები იყო, რის გამოც ტურისტულ კომპანიას თვითმფრინავის შეცვლა მოუწია.
რეისი 07:00 საათზე შესრულდა.