პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქართველი ჟურნალისტების დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, პროცესში მთავრობა და საერთაშორისო ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული.
,,საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო ორგანიზაცია ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული, თუმცა რამე კონკრეტულის თქმა ამ დროისთვის არ შეიძლება. რაც მთავარია, განწყობა იმედიანია. როგორც ვიცით, დაკავებულები მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იმყოფებიან. ისინი ტელეფონითაც ესაუბრნენ ახლობლებს. ამასთან, მინდა კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო, რომ ურთულესი ვითარებაა მთლიანად რეგიონში და ეს ყველასგან მოითხოვს ყურადღებას და პასუხისმგებლობას განსაკუთრებით ისეთ ტერიტორიებზე, სადაც პროვოკაციის შესაძლებლობებია. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოვიჩინოთ ამ დღეებში როგორც ჟურნალისტებმა, ასევე ყველამ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.