სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა და პრეზიდენტის რწმუნებულმა სამცხე ჯავახეთის რეგიონში ლაშა ჭკადუამ სოფელ აწყურში მდებარე ყველის საწარმო დაათვალიერეს.
ბაკურ კვეზერელი საწარმოში დასაქმებულ ადამიანებს ესაუბრა და მათ სამუშაო პირობებს გაეცნო. გარდა ამისა, მინისტრმა საწარმოს ხელმძღვანელობასთან სამომავლო გეგმებზედაც იმსჯელა.
ამჟამად საწარმო "ახალციხური" სამი სახეობის ყველს უშვებს. "ახალციხურში", რომელიც უცხოური დონორი ორგანიზაციების თანადაფინანსებით აშენდა, 25 ადამიანი დასაქმებული, 300 ადგილობრივი გლეხს კი საწარმოში რძის რეალიზების საშუალება მიეცა.