ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს ქართული დელეგაციის წევრები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილებენ ყურადღებას.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ხიდაშელი სხდომაზე დააყენებს, საოკუპაციო ხაზის ირგვლივ არსებული მდგომარეობა და ამ კუთხით საერთაშორისო მონიტორების ჩართულობა იქნება.
ხიდაშელის თქმით, ის დაინტერესდება, თუ რატომ არ მოინახულა ამ დრომდე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორია მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელმა ევროკომისარმა ნუჟნიაკმა.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს სესიაზა გუშინ გაიხსნა, რომელიც მთლიანად უკრაინის თემას ეთმობა.