საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და უკრაინის ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრს კონსტანტინე გრიშჩენკოს შორის გაცნობითი ხასიათის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
სამინიტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მისი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.
ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ თავის უკრაინელ კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და მას წარმატებული საქმიანობა უსურვა.