დღეს, 19 მარტს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ეუთოს შტაბბინაში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის პრეზენტაციას გამართავს.
ეუთოს წარმომადგენლებთან შეხვედრების ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტის განხილვა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტი ქართულმა მხარემ ნატოს, გეროს და ვეროკავშირს უკვე გააცნო. აფხაზი და ოსი სეპარატისტები კი დოკუმენტის განხილვაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ.