საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას ეხმიანება და აცხადებს, რომ როდესაც გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არსებობს, ისინი უნდა გაქარწყლდეს.
,,როდესაც მე ქუჩას გავუყვები, ზოგიერთი მეგობარი შემაჩერებს და მეტყვის, რომ ჰალსტუხი კარგად არ მაქვს დამაგრებული, არ ვამბობ, რომ ეს ჰალსტუხი ისეთივე კარგია, როგორიც თქვენი, მაგრამ შევეცდები, ჩავიხედო სარკეში და ვნახო, რა არის პრობლემა, რათა გამოვასწორო იგი", - განაცხადა დიმიტროვმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში მოიწმის სახით დასაკითხად 27 მარტსაა დაბარებული.