საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ იგი აღქმულია, როგორც მეგობარი ქვეყნის მხრიდან ერთგვარი რჩევა.
,,ასეთი გადაწყვეტილება როცა მიიღება, შეიძლება ელოდო როგორც გარე ისე შიდა რეაქციებს. ეს განცხადება ჩენს მიერ აღქმულია როგორც ჩვენი მეგობარი, პარტნიორი ქვეყნის აშშ-ის მხრიდან ერთგვარი გამოხმაურება, შეიძლება ითქვას ერთგვარი რჩევაც. განცხადებაში ჩვენც ვეთანხმებით, რომ კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული და არავინ არ უნდა დადგეს კანონზე მაღლა", _განაცხადა ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე ჯალაღანიამ.