საქართველოს სამდღიანი ვიზიტით ნატო-ს პოლიტიკური კომიტეტისა და საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრები ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტის წევრებს შეხვდებიან. საქართველოს წვლილი რეგიონულ სტაბილურობაში, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები, საერთაშორისო უსაფრთხოება და ნატო-ს როლი, - ეს ის საკითხებია, რომლებზეც მხარეები ისაუბრებენ.
დღესვე ნატო-ს დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდებიან. დღის ბოლოს კი შეხვედრა გაიმართება პარლამენტის თავმჯდომარესთან.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან შეხვედრები.
დელეგაციის წევრები ეწვევიან ვაზიანის სამხედრო ბაზასაც. ისინი სოფელ ოძისში ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს მოინახულებენ და გაეცნობიან საქართველო-სომხეთის საზღვარზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მუშაობას.
მასალის გამოყენების პირობები