თუ გამოძიება ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების წინააღმდეგ ასეთი სახით გაგრძელდება, ამან შესაძლოა, საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების პროცესები შეაფერხოს, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
"თუ გამოძიება ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების წინააღმდეგ ასეთი სახით გაგრძელდება, ამან შესაძლოა, შეაფერხოს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებისა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფრომების პროცესები. ჩვენ გვაქვს ამის მაგალითი უკრაინაში. ევრომაიდნამდე უკრაინამ რთული პერიოდი გამოიარა. მას შემდეგ, რაც იულია ტიმოშენკო დააპატიმრეს, მნიშვნელოვნად შეფერხდა უკრაინას და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმება", - განაცხადა თომას ილვესმა.
მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე 27 მარტს არის დაბარებული.