საქართვლოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს დატოვება მას ურჩიეს. როგორც მან ტელეკომპანია იმედისთვის მიხემულ სატელეფონო კომენტარში განაცხადა, ახალი, ტომოშენკოზე უფრო მნიშვნელოვანი კაზუსის გაჩენა საქართველოში, ქვეყანას დააზარალებდა
"რჩევა იყო დაჟინებული, თუ საქართველოს რეპუტაციას ვუფრთხილდებოდი, წამოსვულიყავი საქართველოდან დროებით. იგივე რჩევები მომცეს ამერიკაში ძალიან გავლენიანი და მნიშვნელოვან თანამდებობამზე მყოფმა მეგობრებმა. აქ მარტო ჩემზე არ იყო საუბარი, საუბარი იყო იმაზე, რომ ახალი - ტომოშენკოზე უფრო მნიშვნელოვანი კაზუსის გაჩენა საქართველოში, იმ პირობებში, როცა მთლად ბოლომდე გარკვეული არ არის სიტუაცია საქართველოს დასავლეთისკენ შემდგომა მოძრაობას ძალიან შეუშლიდა ხელს. ის რომ ეს დავალებები იყო ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით. ამიტომ დროებით მე ავიღე ეს პაუზა შეგნებულად და ასევე მათი რჩევით", - განაცხადა სააკაშვილმა.