ის რომ ეს ახლა ხდება და ახლა დაჩქარდა, ეს არის პირდაპირი პასუხი უკრაინაზე, - ასე აფასებს საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებას. მის თქმით, ეს არის პირდაპირი პასუხი იმაზე, რაც ბოლო კვირეებში, ბოლო თვეებში ხდება.
"როგორც ჩანს ძალიან გავეჩხირე ყელში ვლადიმერ პუტინს. პრაქტიკულად, მე დავიწყე პირველმა კამპანია უკრაინის მხარდასაჭერად. რა თქმა უნდა, მათთან ერთად ვაგრძელებ ამ კამპანიას. ძალიან ბევრი პრობლემა შევუქმენით, მე და ჩემმა მეგობრებმა. ძალიან დიდი პრობობლემა. მაგრამ ახლა თუ პუტინი თვლის რომ მე წავალ და წყნარად ჩავბარდები და გადაადგილება ჩემი აღარ მოხერხდება , რა თქმა უნდა ეს არის დიდი სისულელე. მე ვაპირებ გავაგრძელო ბვრძოლა საქართველოს და მთელი რეგიონის გათავისუფლებისთვის, როგორც თავისუფალმა ადამიანმა. ვერავინ ვერ შეზღუდავს ცემს გადაადგილებას", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ის საქართველოში დაბრუნდება არა პუტინის ოცნების ასასრულებლად არამედ პუტინის დავალებების შემსრულებლებისგან საქართველოს გასათავისუფლებლად.