პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადებას პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მზადყოფნას.
,,სასიამოვნოა ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადება, ასოცირების შეთანხმების ივნისში ხელმოწერასთან დაკავშირებით. საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მზადყოფნას",- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილმა.
ვროკავშირი საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების ხელშეკრულებებს ივნისში გააფორმებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მაუელ ბაროზუმ განაცხადა.
მისი თქმით, ხელმოწერა მოხდება რამდენიმე თვით ადრე. ვიდრე ეს იგეგმებოდა.
განცხადება ევროკომიის პრეზიდენტმა ევროკავშირის 28 ქვეყნის ლიდერთა სამუშაო ვახშამის შემდეგ გააკეთა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მოლდოვასა და საქართველოსთან არაუგვიანეს მიმდინარე წლის ივნისისა", - განაცხადა ბაროზუმ.
მისი თქმით, ხელმოსაწერი დოკუმენტები სათარგმნია 28 ქვეყნის ენაზე, რაც საკმაოდ რთული საქმეა, მაგრამ დათქმულ ვადამდე მოესწრება.
შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულების გაფორმება აგვისტოში იგეგმებოდა.