საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ადმინისტრაციამ გამწვანების კამპანია „მწვანე მომავალი" დაიწყო, რომლის მიზანიცსაქართველოში გამწვანების პროცესის ხელშეწყობა და ჯანსაღი გარემოს თემისპოპულარიზაციაა. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გამწვანების პროგრამის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით უნდა დაირგას და გაიხაროს მილიონმა ნერგმა.
კამპანიის ფარგლებში გასამწვანებელი პირველი ნაკვეთი თბილისი-მარნეულის ცენტრალურ გზატკეცილზე შეირჩა. ხეების დარგვის ცერემონიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა ვაჟიშვილთან ერთად მიიღო.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ტყეზე ზრუნვა, გამწვანებაზე ფიქრი ყველა ადამიანის ვალია. მან ღონისძიებაზე დამსწრეთ ტყის საერთაშორისო დღე მიულოცა და გამწვანების მხრივ ქვეყანაში არსებულ არცთუ სახარბიელო მდგომარეობაზე ისაუბრა.
„წლების განმავლობაში ტყე უკონტროლოდ იჩეხებოდა, იჭრებოდა და გადიოდა ქვეყნიდან. ეს ქვეყნისთვის, ჩვენი ეკოლოგიისთვის სრულიად დამღუპველი პროცესია. ჩვენ ეს პროცესი სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ და გამოსწორება უნდა დავიწყოთ დაუყოვნებლივ... ამიტომ, გამოვედი ინიციატივით დავიწყოთ ხეების დარგვის კამპანია და ამით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ დიდ საქმეში,"-განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში შემუშავდება „გამწვანების რუკა", რაც გულისხმობს გასამწვანებელი ადგილების აღწერილობასა და დამუშავებას.სატყეო დეპარტამენტის მეშვეობით მოხდება გასამწვანებელი ტერიტორიებისიდენტიფიცირება, პატრონაჟის განსახორციელებელ ნაკვეთებად დაყოფა.გათვალისწინებულია გადაშენების პირას მყოფი ჯიშების ნერგთა გამოყვანა სანერგე მეურნეობებში და შესაბამის ადგილებზე გამწვანების ზოლში მათი გამრავლება. გამწვანების კამპანიაში სამთავრობო უწყებები, ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფების ჩაერთვებიან.
ხეების დარგვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობისწარმომადგენლებმა
მასალის გამოყენების პირობები