სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს: 
II ქვეითი ბრიგადის 23-ე და სამთო-სადაზვერვო ბატალიონების, ასევე I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის გაძლიერებული ოცეულის  უკლებლივ  ყველა სამხედრო მოსამსახურემ დღეს, მონაწილეობა მიიღო ვაზიანში  IV მექანიზირებულ ბრიგადაში გამართულ ავღანეთის მისიაში გაცილების ოფიციალურ ცერემონიალში.
სამივე ქვედანაყოფის  სამხედრო მოსამსახურეები უახლოეს მომავალში მიემგზავრებიან ავღანეთში  IშAF-ის  მისიის შესასრულებლად. ინფორმაცია ამ ჯარისკაცების  მოწამვლის შესახებ არის სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი მოუწოდებს ყველა მედია საშუალებას, თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.