საქართველოს ექს-პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის შესახებ გავრცელებულ ფოტომასალას ეხმიანება და აცხადებს, რომ იგი მთავრობამ გაავრცელა.
,,სოციალურ ქსელში კი არ გავრცელდა, მთავრობამ გაავრცელა. ყველაფერი გამოძიებულია, მათ შორის უცხოეთში. მინდა უთხრა ყველას საქართველო არის დიდ საფრთხეში. რითი ხართ დაკავებული? ხვალ რუსეთს სომხეთთან უნდა დერეფანი და თბილისში შემოიყვანოს ჯარები ამ სოუსით, რას ვაკეთებთ? დაკავებული ვართ ძიძგილაობით. ჩემს გარდა რატო არავინ ლაპარაკოს. მე აღარ ვარ თანამდებობის პირი. სად არის პრემიერი? სად არის პრეზიდენტი? სად არის ჩრდილოვანი პრეზიდენტი? -აცხადებს სააკაშვილი.