,საპარლამენტო უმცირესობა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანებია. როგორც ,,ნაცმოძრაობის" წევრმა დავიტ დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე განცხადა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა განსაკუთრებული, ვიტყოდი ექსტრაორდინალური იყო პრეზიდენტის მიმართ.
,,პრეზიდენტის კრიტიკა, როგორც დემოკრატიული, ასევე ავტორიტარულ რეჟიმებში ჟარგონი რომ ვიხმაროთ მოსულა და თქვენ უმრავლესობიდან გამოირჩეოდით მუდმივად წინა პრეზიდენტის კრიტიკაში, უმცირესობა კი გამორჩეოდით შევარდნაძის კრიტიკაში. თუმცა გუშინდელი ექს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა განსაკუთრებული, ვიტყოდი ექსტრაორდინალური იყო პრეზიდენტის მიმართ_რატომ?_ერთი კრიტიკოსის, საქართველოს #1 მოქალაქის, პრეზიდენტისა და თქვენი უმრავლესობის პოლიტიკური ბუნებიდან გამომდინარე, მეორე ეს კრიტიკა გამორჩეული იყო თავისი სტილით", _განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისივე განმარტებით, ივანიშვილის კრიტიკა გამორჩეული იყი იმ კუთხით, რომ იგი ჭორაობაზე იყო დაფუძნებული.