"ნაცმოძრაობის" დეპუტატმა გოგა ხაჩიძე პლენარულ სესიაზე შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანია "თი-ვი-ემ-არ საქართველოს" დაჯარიმების ფაქტი შეაფსა. როგორც ხაჩიძემ განაცხადა აღნიშნული შემთხვევა ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დავალებით განხორციელდა.
,, აწ უკვე ყოფილი მთავარი პროკურორი ფარცხალაძე, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა თავისი პროკურორობის პერიოდში, ამჟერად არაფორმალურად ხელმძღვანელობს საგადასახადო სამსახურს. ასევე ამ უკანასკნელ გახსენება ადამიანს ფარცხალაძეს გარკვეული ნათელმირონობა აკავშირებს ბერა ივანიშვილთან_ბიძინა ივანიშვილის შვილთან, რომელსაც ტელეკომპანია ,,ჯი-დი-ესი" ეკუთვნის. ტელეკომპანია ჯი-დი-ეს" აქვს ძალიან დაბალი რეიტინგი, დიდი დახარჯული თანხების მიუხედავად. ვიღაცას თავში აზრად მოუვიდა, რომ ფიფელმეტრების სიების გამოყენებით რამდენიმე რამე შეცვალოს. ერთი ის, რომ ხელოვნურად, ზეწოლით აეწიოს რეიტინგი ბერა ივანიშვილის ტელეკომპანიას და მას რაღაცნაირად ასიამოვნონ. თავად ფარცხალაძეა მისი პროტეჟე. მეორე არის ის, რომ აბსოლუტურად თავდაყირა დააყენონ მთელი ქართული სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი, რომელიც ცალსახად გამოიწვევს დამოუკიდებელი ტელეკომპანიების პრობლემების შექმნას", _განაცხადა ხაჩიძემ.