საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ზაფხულამდე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზაზე გადავა. როგორც ფანჯიკიძემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა ეს ფაქტი საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებათ გარკვეული ტიპის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას მისცემს.
,,ჩვენ მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის საკანონმდებლო ფაზის განხორციელების პროცესში. ჩვენ ვასრულებთ პირველ ფაზას და უკვე აპრილის დასაწყისში ველით ევროკომისრის ექსპერტთა შემფასებლის მისიას. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, ზაფხულამდე საქართველო სამოქმედო გეგმის განხორციელების მეორე საიმპლემენტაციო ფაზაზე გადავა. ეს კი იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ძალიან მალე, მაგრამ არ მინდა დავსახელო კონკრეტული თარიღი საქართველო შეძლებს გარკვეული ტიპის უვიზო მიმოსვლას ევროკავშირის ქვეყნებთან", _განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.