მაისში საქართველოს აზერბაიჯანის, თურქეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები ეწვევიან. ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ მომავალი თვეების განმავლობაში საქართველოს ევროკავშირის ლიდერები ეწვევიან.
,,საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი 13 მაისსა ჩანიშნული, ასევე 14 მაისს ჩვენ ველოდებით ვან რომ პეის, ასევე 13 ივნისს ველოდებით ბაროზოს", _განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე განმარტებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება, თუმცა დეტალები ამ ეტაპზე ზუსტდება.
ფანჯიკიძის განცხადებით, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების საქართველოში ვიზიტი მაისის დასაწყისში იგეგმება.