საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორს სისხლის სამართლის საქმის ეფექტიანი გამოძიების წარმოების წინადადებით მიმართა.
2014 წლის 10 იანვარს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე გ.ე.-მ, რომელიც მიუთითებდა, რომ 2008 წლის 21 ივლისიდან დღემდე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, სამკვიდრო მოწმობის გაყალბების ფაქტზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გ.ე.-ს შეზღუდული აქვს სამკვიდრო ქონების სარგებლობის/განკარგვის უფლება.
2008 წლიდან დღემდე, ნაკლებად მძიმე დანაშაულთა ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობის ხანგრძლივობა ვერ პასუხობს ეფექტიანი გამოძიების ისეთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს და სტანდარტს, როგორიცაა სახელმწიფოს ვალდებულება - უზრუნველყოს სწრაფი გამოძიების ჩატარება. ამიტომაც საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გ. ე.-ს კანონისმიერი უფლებების დარღვევას.
საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, რათა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესი წარიმართოს ეფექტიანი გამოძიების ერთ-ერთი სტანდარტის - სისწრაფის დაცვით.