ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის გაუგებარია ვანო მაჭავარიანი, რომელმაც ბევრი უმსგავსო საქციელი ჩაიდინა რატომ გახდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სახე.
,, როდესაც მე მოვედი პოლიტიკაში და შევქმენით კოალიცია ,, ქართული ოცნება" სადღაც ნოემბერში გიორგიმ მოიყვანა თავის მეგობარი ვანო მაჭავარიანი, რომ გახდებოდა ის ჩვენი გუნდი წევრი ოპოზიციაში. მე მასთან ბევრი დრო დავხარჯე, საკმაოდ ხშირად დადიოდა ჩვენთან ოფისში, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს განაცხადა, რომ "სურვილი აღარ აქვს". მომავალში გაირკვა, რომ ჩვენთან მოსვლით მან მხოლოდ გააბრაზა "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებიც მას სამსახურს არ აძლევდნენ და ხანგრძლივი დროის განმავლობაში უმუშევარი იყო. მან მიაღწია იმას, რომ შეაშინა, იქ წავალ, თუ სამსახურს არ მომცემთო. მას მისცეს სამსახური ქრთამის სახით - 7 ათას ლარს უხდიდნენ საპარტნიორო ფონდში, რომლის პრეზიდენტი გახლდათ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ,, იმედის" ეთერში.