საპარლამენტო უმცირესობის წევრი, პავლე კუბლაშვილი შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანია "თი-ვი-ემ-არ საქართველოს" დაჯარიმების ფაქტს ეხმიანება. როგორც კუბლაშვილმა განამარტა აღნიშნული შემოწმების უკან ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დგას.
,,ხაზგასმით და ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ ამ შემოწმების უკან დგას ოთარ ფარცხალაძე, რომელიც დღემდე მართავს არამხოლოდ ფინანსურ პოლიციას, არამედ პროკურატურას. ფარცხალაძემ ეს დავალება, როგორმე შეარყიოს რეიტინგებთან დაკავშირებული თემა, მიიღო ტელეკომპანია GDშ-ის მესაკუთრის ბერა ივანიშვილისგან, რომელთანაც ახლო ურთიერთობა აკავშირებს. მიზანი არის, რომ მოხდეს რეიტინგების დისკრედიტაცია, შეწყდეს ტელეკომპანიების რეიტინგების წარმოება ან შეიცვალოს რეიტინგების შედეგები და მოხდეს რეიტინგებით მანიპულირება GDშ-ის სასარგებლოდ. საბოლოო ჯამში, ფინანსურ პოლიციას განზრახული აქვს, შეცვალოს ძალთა ბალანსი სარეკლამო ბაზარზე და ტელეკომპანიები, რომლებიც დამოკიდებული არიან რეკლამაზე, დატოვონ შემოსავლის გარეშე. ხელისუფლების ქმედებები ცალსახად უკანონოა", - განაცხადა კუბლაშვილმა.