აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით პოლონეთში ჩავიდა, ინფორმაციას ამის შესახებ „Associated Press"- ავრცელებს. 
სააგენტოს ინფორმაციით, ჯო ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს შეხვდება. ის ასევე გამართავს შეხვედრას ესტონეთის პრეზიდენტთან. 
სამშაბათს საღამოს ჯო ბაიდენი ვილნიუში გაფრინდება სადაც ლიტვისა და ლატვიის პრეზიდენტებთან გამართავს შეხვედრას.