ვერის საკალათბურთო დარბაზში ხანძარი გაჩნდა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში თბილისის საგანგებო სიტაუციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განაცხადა ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
მისივე განმარტებით, ხანძრის შედეგად დაახლოებით, საკალათბურთო დარბაზის სახურავის 200-300 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.