სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს პირველ მდივანს, კონსულის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე ჭკუასელს გამთენიისას თავს დაესხნენ.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, გამთენიისას, როდესაც ჭკუასელი სახლიდან ავტომანქანის გამოსაყვანად გამოვიდა მას რამდენიმე პირი თავს დაესხა და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.
თავდამსხმელებმა ქართველი დიპლომატის საათი და ავტომანქანის გასაღები წაიღეს.
დაზარალებული სლოვაკმა სამართალდამცავებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ძლიერი ტვინის შერყევა აღენიშნება.
ვაშაძის უწყების ინფორმაციით, ჭკუასელი ამ დროისთვის საკუთარ სახლშია გადაყვანილი.
ამასთან, მზადდება ნოტა, რომელიც სლოვაკეთის საგარეო სამინისტროს გადაეცემა. ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.