ევროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპაი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მოველით, რომ რუსეთის ფედერაცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს", - ამის შესახებ ჰერმან ვან რომპაიმ ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს აქტიურად ადევნებს.
"მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დაგეგმილ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლებს არ ვაგზავნით, ამ პროცესს ყურადღებით დავაკვირდებით", - განმარტა მან.
ამასთან, ევროკავშირის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა დინამურად ვითარდება და საქართველო სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება არსებობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე რამდენიმე დღეა ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ნიკა გილაური თბილისში დღეს დაბრუნდება.
მასალის გამოყენების პირობები