წვიმის შედეგად ქარელის რაიონიც დაზარალდა. დატბორილია ძამის ხეობის სოფლები: კეხიჯვარი, სანებელი, დვანი, მოხისი, ტახტიძირი, ვედრება და ზღუდე.
სოფელ ტახტიძირში მდინარემ ახლადრეაბილიტირებული ხიდი წაიღო. წყლით დაიფარა სოფელ მოხისში მდებარე დევნილების საცხოვრებელი 14 კოტეჯიც.
ადგილზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული და დატბორილი ტერიტორიებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.