პრაიმერის მომხრე 6-მა ოპოზიციურმა პარტიამ დღეს, პროფკავშირების კუიტურის სასახლეში, "ეროვნული საბჭოს" აღდგენასთან დაკავშირებით ოფიციალურად განაცხადეს. "ეროვნული საბჭოს" აღდგენასთან დაკავშირებით სიმბოლური ხელმოწერები გააკეთეს "კონსერვატორმა" ზვიად ძიძიგურმა; "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა; "მომავლის პარტიის" ლიდერმა ზაზა თაბაგრმა; "მამულიშვილის" წევრმა - გია ბერძენიძმე და "მოძრაობა ქრისტიანული საქართველოს" ლიდერმა ავთანდილ დავითაიამ.
"ეროვნული საბჭოში" გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ პრაიმერის გარდა თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მათ ერთიანი შტაბები ექნებათ და კოალიციური პრინციპით იმოქმედებენ.
"ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. ასეთია საზოგადოების დაკვეთა ხალხს უნდა ცვლილებები და მათ უნდა მივცეთ ეს ალტერნატივა", - განაცხადა მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა.