სამხედრო ექსპერტის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე "მოდელირებულმა ქრონიკამ" ბეწვის ხიდზე გაიარა.
"ოკუპირებული ტერიტორიებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ ოკუპირებულ რეგინებში "მოდელირებულმა ქრონიკამ" ბეწვის ხიდზე გაიარა. არსებობდა სეროზული საფრთხე, რომ ახალგორში დისლოცირებულ რუსულ შენაერთებს გადაცემა სერიოზულად აღექვათ და თავდაცვითი პოზიციები დაეკავებინათ, რომელიც მევედევ-სარკოზის შეთანხმებაშიც არის ჩადებული", - განაცხადა სესიაშვილმა დღეს სასტუმრო "ამბასადორში" გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, ექსპერტის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში ისედაც ჩასაფრებულ პოზიციებზეა.
"ძალიან გავიმართლა, რომ ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ სამხედრო კონფროტაცია თავიდან ავიცილეთ და ოკუპანტებმა თავისი მძიმე ტექნიკით აღმოსავთ და დასავლეთ სქართველოს დამაკავშირებელი საგზაო მაგისტრალი არ გადაკეტეს",- განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 13 მარტს ტელეკომპანია "იმედში" გასულმა "მოდელირებული ქრონიკა" მოსახლობაში პანიკა გამოიწვია.