სამხედრო ექსპერტის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გიორგი არველაძის და ეკა წამალაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გაფრთხილება მისაცა.
"არველაძე-წამალშვილის სატელეფონო საუბარს პირდაპირ პრეზიდენტ სააკაშვილზე გავყავართ და მის პასუხისმგებლობის საკითხ აყენებს. ყველამ კარგად იცის, რომ ამ ქვეყანაში სატელეფონო საუბრებს ვანო მერაბიშვილი აკონტროლებს, აქედან გამომდინარე კი ეს ჩანაწერიც სწორედ მის ნებართვით მოხვდა ინტერნეტში. როგორც ჩანს ხელისუფლების შიგნით, პირველი სკამისთვის უკვე სერიოზული დაპირისპირება დაიწყო. მერაბიშვილმა კარგად იცის,რომ მერის არჩევნებში უგულავს გამარჯვების შემდეგ შესაძლოა იგი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოკვეთილი ლიდერი გახდეს, რაც მერაბიშვილი-ადეიშვილის გუნდის ინტერესებში არ შედის", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.
ექსპერტის განცხადებით, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა უგულავა-არველაძის გუნდს მედია საშუალებებზე კონტროლი გადასცა, რაც მერებიშვილმა აღნიშნული სატელეფონო საუბრის გამოქვეყნებით, სააკაშვილს ერთგვარი გაფრთხილება მისცა, რომ თუ პრეზიდენტი მის ამბიციებს დაივიწყებს, მაში ის საკუთარი ძალების დემონსტრირებას დამოუკიდებლად მოახდენს.
"აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩანაწერის გავრცელების დროს ჩემი ინფორმაციით, მერაბიშვილი საქართველოში არ იმყოფება. ასეთ დროს კი მას ჩანაწერის გავრცელებასთან კავშირის პირდაპირ ვერ დაადანაშაულებს", - განაცხადა სესიაშვილმა და აქვე დასძინა, თუ პრეზიდენტი მერაბიშვილის გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს, სააკაშვილის წინააღმდეგ ჩანაწერების გავრცელებას კიდევ უნდა ველოდეთ.