ძლიერი წვიმის შედეგად ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარეები ადიდდა და ქალაქი ქარელი და მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. დაიტბორა ქუჩები, ეზოები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სარდაფები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ქალაქ ქარელში დაზარალდა მარჯანიშვილისა და ცაბაძის ქუჩები. ზიანი დაახლოებით 25 ოჯახს მიადგა.
განსაკუთრებით დაზარალდა ძამის ხეობის სოფლები, სადაც ადიდებულმა მდინარემ მოსახლეობას მიაყენა ზარალი. დაიტბორა სოფლები კეხიჯვარი, სანებელი, ვედრება და ზღუდერი. ზიანი მიადგა ასევე სოფელ ტახტიძირსა და დვანს, სადაც ადიდებულმა მდინარემ ტახტიძირის ახლადრეაბილიტირებული ხიდი მთლიანად წაიღო.
დაზიანდა სოფელ მოხისში არსებული დევნილთა 14 კოტეჯი. სოფელ ახალსოფელში 33 ოჯახი, ხოლო ფცაში 5 ოჯახი დაზარალდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლბმა მთელი ღამე სტიქიის ზონაში გაატარეს ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვას და მდინარის კალაპოტში მოქცევას. მუნიციაპლტეტის გამგებელი ილია ბურჯანაძე ამჟამად დაზარალებულ სოფლებში იმყოფება და პირველად ღონისძიებებს ხელმძღვანელობს. "ამ ეტაპზე ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა, არხების გაწმენდა და კალაპოტში მოქცევა."აცხადებს ილია ბურჯანაძე.
სტიქიამ შიდა ქართლის რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა. შიდა ქართლის გუბერნატორმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მთელი ღამე სტიქიის ზონაში გაატარეს. ლადო ვარძელაშვილის განცხადებით ამ დროისთვის მიმდინარეობს ზარალის დადგენა. მდინარეებში წყლის დონის დაკლების შემდეგ დაიწყება დაზარალებულ ზონებში შესაბამისი სამუშაობიQ