თბილისში ბოტულიზმის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. 28 წლის რუზანა ხაჩატუროვა ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სავარაუდოდ დაავადების მიზეზი სახლის პირობებში დამზადებული პომიდვრის კონსერვი გახდა.
ექიმების განცხადებით, ამჟამად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.