ცაგერის რაიონის სოფელ ღვირიშში კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ქვის ლოდები დასახლებული პუნქტის განაპირას, საუბნო გზაზე ჩამოიყარა, რამაც ადგილობრივი მცხოვრები გიორგი ტყაბლაძე მოიყოლა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
კლდის ქანები ძლიერმა წვიმებმა დააზიანა, რომელიც რაიონში უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. იშლება მყარი ნიადაგიც.
ამ დროისთვის ჩაკეტილია ამბროლაური-ონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი. ჩამოწოლილია ფხვიერი გრუნტის მასა. ადგილზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული.